რუსული ოკუპაცია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა

 ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა
კადრი ვიდეოდან/მთავარი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა. ის საქართველოში დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოვიდა და მაშინვე საოკუპაციო ხაზისკენ გაემგზავრა. 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. 

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციას ასევე დაესწრებიან  მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ქართულ მხარეს წარმოადგენენ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის წევრები.

კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის  გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება.

მეორე პანელზე კი წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები იმსჯელებენ ტრადიციული ტრანსატლანტიკური დიალოგის განახლებასა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლო სცენარებზე. 

კომენტარები