რეჯებ ჟორდანია

ნოე ჟორდანიას შვილი, რეჯებ ჟორდანია 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

რეჯებ ჟორდანია

რეჯებ ჟორდანია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილი, 99 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა, ქრისტინე ფაღავა-ბულეზმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა. 

რეჯებ ჟორდანია დაიბადა ემიგრაციაში, 1921 წლის 10 დეკემბერს, პარიზში. 

"მამა, ბიძა, ბაბუა, პარტნიორი, მუსიკოსი, მეზღვაური, მასწავლებელი, მწერალი, კატის მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული... მამამისის და დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიის ერთგული." - წერს ქრისტინე ფაღავა ბულეზი რეჯებ ჟორდანიაზე.

კომენტარები