კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: 20-30% დელტა შტამი ცირკულირებს, უფრო მოიმატებს

შემიძლია ვთქვა, რომ ახლა, საერთო ცირკულაციაში 20-დან 30%-მდე ცირკულირებს დელტა შტამი, რომელიც მოიმატებს უფრო... იცით, რომ ბრიტანეთში მთლიანად ჩაანაცვლა ბრიტანული შტამი დელტა შტამმა, ევროპაშიც მიდის ეს პროგრესიით და პროგნოზია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოსკენ მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენთანაც დაახლოებით ეს ტენდენცია იქნება, აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს მეორე ნახევარში, დიდი ალბათობით. ამას ვერ შევაკავებთ, მხოლოდ უნდა დავიცვათ ის პრევენციული ღონისძიებები და რეკომენდაციები, რასაც ვაჟღერებთ, თუ არ გვინდა, რომ შევიდეთ კიდევ ფართომასშტაბიან მეოთხე ტალღაში

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები