ჯეკი ჩანი

ჯეკი ჩანი: ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრი ვიქნებოდი

Poptopic

ჩინური კინოს ასოციაციის ღონისძიებაზე, რომელსაც კომუნისტური პარტიის ლიდერი სი ძინპინი ესწრებოდა, ცნობილი მსახიობი ჯეკი ჩანი სიტყვით გამოვიდა.

"მშურს კომუნისტური პარტიის წევრების, მიმაჩნია, რომ პარტია დიდებულია, რასაც გვპირდება, იმას ძალიან მალე, რამდენიმე დეკადაში ასრულებს. კომუნისტური პარტიის წევრი ვიქნებოდი, მადლობა". – თქვა მსახიობმა.

აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი ჰონგ კონგში დაიბადა და გაიზარდა. ახალგაზრდობაში ჩანი ჩინეთის პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, მსახიობი ჩინეთში გადაბარგდა და კომპარტიის აქტიური მხარდამჭერი გახდა.

მსახიობის მიმართვას თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი ნეგატიურად გამოეხმაურა. 

ბრიუს ლის შემდეგ ჯეკი ჩანი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი მსახიობია. 2016 წელს კინოში შეტანილი წვლილისთვის ჩანმა საპატიო ოსკარი მიიღო.

კომენტარები