ქართველები, თავიანთი გმირული ქმედებებით, ცვლიან მსოფლიოს ბალანსს – სასწორს ჩვენ მხარეს ხრიან. მე გულწრფელად ვეთაყვანები ამ ხალხს. ჩემმა იტალიელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ბოლო პერიოდში იტალიაში ტრადიციული არისტოკრატია, შთაგონებული ქართველი მართლმადიდებლებით, რომლებიც იცავენ ადამიანს ღირსებას, კათოლიციზმიდან მართლმადიდებლობაზე გადადიან... ისინი ერთგულნი იყვნენ ქრისტიანული კათოლიკე ეკლესიისა, როდესაც ის იყო ქრისტიანული. ახლა არა. ახლა აღარ... რაღაც მოხდება.
tbl.ge/5m6e
დაკოპირდა

კრემლის იდეოლოგმა, ალექსანდრ დუგინმა ქართველი პუტინისტი ორკების შესახებ Facebook-გვერდზე დაწერა. რუსი იდეოლოგი ხშირად აზიარებს ორკების მხარდამჭერ პოსტებს, მათ შორის 5 ივლისის ძალადობის ამსახველ კადრებს. ალექსანდრ დუგინი საქართველოს შესახებ განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პუტინისტი ბიზნესმენი, ლევან ვასაძე პოლიტიკაში წავიდა.
ამავე თემაზე
- დუგინი: ტრამპს სხვა ძალა მართავს, გადაწყვეტილებების რეალური ცენტრი სულ სხვა ადგილასაა
- დუგინი: ვუჩიჩი დასრულებულია, მისი ლეგიტიმურობა გაქრა
- დუგინი: მესამე მსოფლიო ომი გადაიდო, რთული სათქმელია რამდენი ხნით
- დუგინი: რუსეთში რომ წაეჩხუბოს ოლიგარქი უმთავრესს, მოუწევს კოლონიაში ჩუსტების კერვა
- დუგინი: სამამულო ომი 45-ში არ დასრულებულა, ის გრძელდება ახლაც




