ოპერატორის გარდაცვალება

მეუფე საბა: თუ ჩემი, ეკლესიის წილი არის ამაში, როგორც ეპისკოპოსი ვიღებ პასუხისმგებლობას

მე თავიდანვე გავემიჯნე და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. სამწუხაროა, მრცხვენია კიდეც, საერთოდ ამ ადამიანის ოჯახის წევრებსაც როგორ მივუსამძიმრო, მაგრამ მწუხარების მონაწილე ვარ და ვიზიარებ მწუხარებას და ტკივილს. სიტყვებითაც რთულია... ეკლესია ქრისტესი, რომელიც სიყვარულზეა დაფუძნებული, როგორ შეიძლება საერთოდ ერთი სიტყვაც კი, მოწოდების თუ ნებისმიერი კუთხით გამოიხატოს იმით, რომ... ნებისმიერი ძალადობა არის დასაგმობი. მე ვგმობ ნებისმიერ ძალადობას და, სამწუხაროდ, თუ ჩემი წილი არის, როგორც ეკლესიის წილი, ამაში, მეც, როგორც ეპისკოპოსი, მეც ვიღებ პასუხისმგებლობას.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი TV პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს, დედამ გარდაცვლილი იპოვა.  ლაშქარავას ექსპერტიზა უტარდება. შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

კომენტარები