კოპა ამერიკა

1993 წლის შემდეგ პირველად – არგენტინა კოპა ამერიკის გამარჯვებულია

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები კოპა ამერიკის გამარჯვებულია. ისტორიულ დაპირისპირებაში, რიო დე ჟანეიროს მარაკანას სტადიონზე არგენტინელებმა, ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლის წყალობით, რომელიც მან თამაშის 22-ე წუთზე გაიტანა, ბრაზილია ანგარიშით 0:1 დაამარცხეს და 1993 წლის შემდეგ, 28 წლის განმავლობაში, პირველად მოახერხეს ტურნირის მოგება. 

კოპა ამერიკის თასი არგენტინის ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას ათიანისთვის, ლიონელ მესისთვის პირველი საერთაშორისო ჯილდოა, რომლის მოპოვებაც მან არგენტინის ნაკრებთან ერთად მოახერხა. მესიმ კოპა ამერიკის ფინალში აქამდე სამჯერ - 2007, 2015 და 2016 წლებში ითამაშა, თუმცა თასის მოპოვება ვერცერთხელ შეძლო.

ანხელ დი მარიას გოლი ედერსონის კარში:

 

ამ გამარჯვებით არგენტინამ ბრაზილიის 2 500-დღიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და ტიტულის მოპოვება ისტორიაში მე-15-ედ შეძლო.

საფინალო სასტვენი: 

კომენტარები