ამინდის პროგნოზი

"ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლოა სეტყვა და ქარი" – როგორი ამინდი იქნება 4-5 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს სააგენტო.

კომენტარები