ტყიბულელი მეშახტეები

"ცხოვრება გაძვირდა, ოჯახებს ვერ ვინახავთ" – 200-ზე მეტი ტყიბულელი მეშახტე გაიფიცა

ტყიბულელი მეშახტეები
ფორმულა

200-ზე მეტი ტყიბულელი მეშახტე გაიფიცა. ისინი ფიქსირებულ ხელფასზე 300 ლარის მომატებას ითხოვენ. 

"ჩვენ ვითხოვთ ხელფასის მომატებას, არა ბონუსებით, არამედ ფიქსირებულ ხელფასში რომ აღირიცხოს.  ისინი გვთავაზობენ 3 თვის განმავლობაში ბონუსს. ვერ გავარკვიეთ რა ბონუსი, რაში აისახება ბონუსი, ვერაფერი გავიგეთ. ბონუსის ამბავი გამოდის 40-45 ლარი, რაც საკმარისი არ არის. ოჯახებს ვერ ვინახავთ, ცხოვრება გაძვირდა დღეს. ოჯახები ვერ შევინახეთ, 580 ლარად თუ შეუძლია ვინმეს, დღეს ოჯახი შეინახოს, გვითხრას". - ამბობს ერთ-ერთი მეშახტე.

მინდელის სახელობის შახტების ხელმძღვანელები გაფიცული მეშახტეების მოთხოვნას ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილებენ.  უთხრა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ ჟურნალისტებს. 

მისი განმარტებით, შეთავაზება ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით ძალაში დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დანამატს ის თანამშრომლები მიიღებენ, რომლებიც გეგმას 100%-ით შეასრულებენ. 

კომენტარები