ტრეფიკინგი

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელიც დამცირებითა და მუქარით მოქალაქეს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელიც მოქალაქეს დამცირებითა და ძალადობის მუქარით  მოწყალების თხოვნას აიძულებდა.

"გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ჩ.-მ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გეგმა. იგი 1976 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს სისტემატურად უწევდა შრომით ექსპლუატაციას, კერძოდ, დამცირებით, აბუჩად აგდებით და ფიზიკური ძალადობის გამოყენების მუქარით, აიძულებდა თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ყოველდღიურად მოწყალება ეთხოვა. ბრალდებული ნ. ა.-ს მიერ აღნიშნული გზით შეგროვებულ თანხებს ისაკუთრებდა". - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 12-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები