აშშ

აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი და ერაყის ომის მთავარი არქიტექტორი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დონალდ რასფელდი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანშიშესული თავდაცვის მინისტრი იყო:

  • დონალდ რამსფელდს აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა. პირველად 1975-1977 წლებში, ხოლო მეორედ აღნიშნული პოსტი მან პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, 2001 წელს ჩაიბარა.
  • 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ რამსფელდი ალ-კაიდაზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა.
  • 2003 წელს ერაყის ომის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი გახდა.

ამასთან ერთად, დონალდ რამსფელდი საქართველოს აქტიური მხარდამჭერიც იყო. 2016 წელს რამსფელდმა Wall Street Journal-ში სტატია გამოაქვეყნა,  სადაც თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებდა, საქართველოს NATO-ში სწრაფად გაწევრიანებისთვის მხარი დაეჭირა.

დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე ჩამოვიდა. 2016 წელს თბილისში, Rooms Hotel-ში კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულ ფორუმს დაესწრო. ორდღიანი ფორუმი დონალდ რამსფელდის ფონდის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია–კავკასიის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით იმართებოდა.

იქამდე, დონალდ რამსფელდი ერთი კვირით, 2012 წელს, ჩამოვიდა  და თავდაცვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები იყო, ასევე ისაუბრეს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც.

2007 წელს რამსფელდის ფონდი დააარსა, რომელიც სწავლებას უფინანსებს კერძო სექტორიდან სახელმწიფო სექტორში გადასვლის მსურველ პირებს. მისი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე მაშინდელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელიც გახდა.

ამერიკის ისტორიაში დონალდ რამსფელდი პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც 2001 წლის დეკემბერში, დამოუკიდებელ საქართველოში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. განმეორებით კი 2003 წლის ჩამოვიდა. 

კომენტარები