ზესტაფონი

ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღით კაცი მოკლეს

ტაბულა

ზესტაფონში ცეცხლსასროლი იარაღიდან კაცი მოკლეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს, ამჯერად კი საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს, 108-ე და 236-ე, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

კომენტარები