ზესტაფონი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სახლში აფეთქება მოხდა – 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა 

Tabula

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 2 და მძიმედ დაშავდა 1 ადამიანი. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვაა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები