კინოინდუსტრია

თურნავა: გადავწყვიტეთ, აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩვენ რამდენიმე ძალიან წარმატებული შემთხვევა გვქონდა, როდესაც პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით ჰოლივუდის მიერ იქნა გადაღებული ფილმები, ასევე სხვადასხვა ცნობილი კინოკომპანიების მიერ მიმდინარეობდა გადაღებები, 2019 წლის ბოლოს, პანდემიის დაწყებასთან ერთად შეწყდა გარკვეულწილად ამ პროგრამის განხორციელება, ვსაუბრობ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ხორციელდებოდა და ჩვენ, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ კონოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა და ისევ ჩვენი სააგენტო, "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე დღეში დაიწყებს ახალი განაცხადების მიღებას.

ეს პროგრამა უწყობს ხელს საქართველოში სხვადასხვა, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კინოკომპანიის ჩამოსვლას და აქ კინოგადაღებას, ასევე გარკვეული სამუშაო ადგილების შექმნას. ამ პროგრამის განახლების მოლოდინში რამდენიმე პროექტი იქნა წამოწყებული, რომელიც ეხება საქართველოში არამხოლოდ ერთჯერადად გადაღებას რომელიმე კინოპროდუქტის, არამედ სტუდიების და პავილიონების შექმნას და გახსნას, მათ შორის, ჰოლივუდთან ასოცირებული კომპანიებისგანაც არის ასეთი იდეა

კომენტარები