ურეკი

ურეკში სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

განახლება: ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ურეკში სამსართულიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, სასტუმროში მყოფი პირები მეხანძრე-მაშველებმა გამოიყვანეს. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილზე 10-მდე  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

კომენტარები