კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ინდური შტამის ცირკულაცია იზრდება, 10%-დან 20%-მდე მერყეობს

რაც მე მაქვს ინფორმაცია, ჩვენთან, ლუგარში, დღეს დადასტურებულია 20 შემთხვევა დელტა შტამის [ინდური შტამის] ქვეყანაში. ყველა მათგანი იმპორტირებული შემთხვევაა. ჩვენ ვანგარიშობთ დაახლოებით, რომ დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და 10%-დან 20%-მდე მერყეობს მისი ცირკულაცია. მოგეხსენებათ, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანდათან ეს საქართველოშიც მოხდეს. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით დასაცავია.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები