ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი: მინდა დავიბრუნო ძველი ცხოვრება, მე ამას ვიმსახურებ

Variety

პოპმომღერალი ბრიტნი სპირსი თითქმის 12 წელია, მამის მეურვეობისგან გათავისუფლებას ცდილობს. 23 ივნისს მეურვეობის საქმის განხილვაზე მუსიკოსი სასამართლოს წინაში სიტყვით წარდგა.

"ტრავმირებული, შოკირებული, დაღლილი და საშინლად გაბრაზებული ვარ, თითქმის არ მძინავს. უბრალოდ, მინდა, დავიბრუნო ძველი ცხოვრება. მინდა, დასრულდეს მეურვეობა. მე ამას ვიმსახურებ, მთელი ცხოვრება ვმუშაობდი". – ამბობს მიმართვაში სპირსი.

2008 წელს 27 წლის მომღერალზე მეურვეობა მამამისმა, ჯეიმი სპირსმა მოიპოვა. მიზეზი სპირსის მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მუსიკოსის 60$-მილიონიან ქონებას დღემდე მამა განაგებს. ჯეიმი სპირსი არჩევდა შვილის რეპერტუარს, განკარგავდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და გარდერობსაც კი.

2014 წელს მომღერალმა მამის მეურვეობიდან გასვლა გადაწყვიტა, თუმცა სასამართლომ საჩივარი არ დაუკმაყოფილა. 2020 წელს სპირსმა კიდევ ერთხელ შეიტანა სარჩელი, რომელიც ახლაც განხილვაშია. 2021 წელს პოპმუსიკოსის მეურვეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი Framing Britney Spears გამოვიდა, რომლის გამოსვლის შემდეგ საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი გაიზარდა და ბრიტნი სპირსს მხარდაჭერა ისეთმა ვარსკვლავებმა გამოუცხადეს, როგორებიც არიან ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯენეტ ჯექსონი, მერაია ქერი, ქლოე კარდაშიანი.

კომენტარები