ამერიკული ფეხბურთი

კარლ ნასიბი NFL-ის ისტორიაში ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია, რომელმაც ღიად თქვა, რომ გეია

Variety

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი, Las Vegas Raiders-ის მცველი კარლ ნასიბი დაქამინგაუთდა. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ღიად თქვა, რომ გეია.

"მოგესალმებით, მე კარლ ნასიბი ვარ, მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და გითხრათ, რომ გეი ვარ. საუკეთესო ცხოვრება მაქვს, მხარს მიჭერს, ოჯახი, მეგობრები. ძალიან ჩაკეტილი პიროვნება ვარ და იმედი მაქვს, ხვდებით ამას ყურადღების მიქცევისთვის არ ვაკეთებ. იმედი მაქვს, მოვა ის დღე, როდესაც მსგავსი ვიდეოების გამოქვეყნების აუცილებლობა გაქრება". – ამბობს ნასიბი ვიდეომიმართვაში.

NFL(National Football League/ეროვნული საფეხბურთო ლიგა)-ის ისტორიაში ნასიბი პირველი მოქმედი მოთამაშეა, რომელიც დაქამინგაუთდა. 2014 წელს კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, მაიკლ სემმა თქვა, რომ გეია, თუმცა იმ დროისთვის სემს კოლეჯის კარიერა დასრულებული ჰქონდა და NFL-ის არც ერთ გუნდში ნათამაშები არ ჰქონდა.

ნასიბის სპორტული კარიერა 2011 წელს დაიწყო, კოლეჯის წლებში ფეხბურთელი Penn State Nittany Lions-ის ღირსებას იცავდა. 2016 წელს გახდა Clevlend Browns-ის წევრი, 2018 წელს გადავიდა Tampa Bay Buccaneers-ში. 2020 წლის მარტიდან თამაშობს Las Vegas Raiders-ის მცველის პოზიციაზე.

 

კომენტარები