ამინდი

საქართველოში 1 ივლისამდე ჰაერის ტემპერატურა 38º-მდე გაიზრდება, შესაძლოა, გადააჭარბოს

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება – აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 33, 38, მთიან რეგიონებში 31, 36 გრადუსი. 

სინოპტიკოსთა ცნობით, 24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ ცალკეულ დღეებში შესაძლებელია 38 გრადუსს გადააჭარბოს.

"მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა". – წერია განცხადებაში.

კომენტარები