კრიმინალი

რუსთავში ხანჯლით შეიარაღებული კაცი ქუჩაში გამვლელებს ემუქრებოდა [VIDEO]

ინფო რუსთავი

რუსთავში ხანჯლით შეიარაღებული კაცი ქუჩაში გამვლელებს ემუქრებოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ კაცი მოქალაქეებს მოკვლით ემუქრებოდა. შეიარაღებულ კაცს სიტყვიერი დაპირისპირება ფაქტის შემსწრე სხვა პირებთანაც ჰქონდა.

"მოვიდა ამ კაცთან, პირბადე მოგლიჯა და გინება დაუწყო. ამხელა დანა ეჭირა, უკან, ზურგთან, გაჩერდა ეს კაცი, თორემ შეიძლება დაერტყა, პასუხი რომ გაეცა. ერთი ბიჭი იყო მანქანით, ის გამოელაპარაკა, იმ კაცმა კიდევ, რა დღეში ხარო. შენც გიცნობ, იმასაც ვიცნობ, მანქანიანად აგაფეთქებო". – თქვა თვითმხილველმა ინფო რუსთავთან საუბარში. 

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც​​. მომხდარზე დამატებითი დეტალების გასაგებად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პრესსამსახურში, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ აქვთ. 

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ადგილების სიმცირის გამო გამოწვეული რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, კაცის გადაყვანა გლდანში არსებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოხერხდა.

კომენტარები