კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 769 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2,46%-ია

ბოლო 24 საათის მონაცემებით, COVID-19-ით 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 769 შემთხვევა, დღიური დადებითობა 2,46%-ია. ამასთან ერთად, გამოჯანმრთელდა 460 ადამიანი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,46%, ბოლო 14 დღის – 2,46%, ბოლო 7 დღის – 2,62%. 

დღეს, 19 ივნისს  ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 769 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 455 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 62, ქვემო ქართლი - 58, შიდა ქართლი - 23, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 44, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

18 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 358 360 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 343 837 გამოჯანმრთელდა, 5 148 კი გარდაიცვალა.


23:00-დან 04:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები