რუსული ოკუპანტები

ჰოჯესი: უკრაინის მდგომარეობა იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო

რუსეთი მაშინ გაჩერდება, როდესაც შეაჩერებენ. უკრაინის ახლანდელი მდგომარეობა იმის გაგრძელებაა, რაც საქართველოში 2008 წელს დაიწყო. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ 3-6 თვეში ეცოდინება, როგორი დიალოგი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტ პუტინთან. მას წამზომი ჩართული აქვს.

დაწერა Twitter-ზე ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბენ ჰოჯესმა. მან ლუკ კოფის პოსტი გადააზიარა, სადაც ის წერს, რომ "თითქმის დაუჯერებელია, რომ ბაიდენი-პუტინის ბრიფინგებზე საქართველო ერთხელაც არ უხსენებიათ".

კომენტარები