პარლამენტი

გოცირიძე: სეკულარულ ქვეყანაში ღმერთის წინაშე ფიცი დაგვადებინეს, როცა ზოგი ათეისტია

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე წერს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში ღმერთის წინაშე ფიცი დაადებინეს, იმ დროს, როდესაც პარლამენტში ზოგი მორწმუნეა, ზოგი ათეისტი, ზოგიც აგნოსტიკოსი:

"ხელი მოვაწერთ საქართველოს პარლამენტის წევრის ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს.

სეკულარულ სახელმწიფოში ფიცი დაგვადებინეს ღმერთის წინაშე, არადა პარლამენტში ზოგი მორწმუნეა, ზოგი ათეისტი, ზოგიც აგნოსტიკოსი. ერთ-ორს ისეთსაც ვიცნობ, პირდაპირ სატანას რომ ეთაყვანება:))

რატომ აიძულებენ ადამიანებს კანონის ძალით (რეგლამენტი ითვალისწინებს ამას) უღალატონ თავიანთ შინაგან რწმენას და პრინციპებს? ერთ მაზდეანელ (ცეცხლთაყვანისმცემელ) დეპუტატსაც ვიცნობ. პატიოსანი სინდისით მოაწერა ხელი. კიდევ კარგი, ღმერთის სახეობა არაა ამ ფიცში დაკონკრეტებული, თორემ მერე გენახათ სკანდალი". - წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები