კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე ინდურ შტამზე: ქვეყანაში სავარაუდო მოცულობა 8%-ია, დადასტურებული 18 გვაქვს

ამ [ინდური] შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და ახლაც არის, ამას არავინ არ უარყოფს. მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება, პირველ რიგში, ვაქცინაცია, ასევე, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად დავიცვათ ყველა ის შემოღებული რეგულაცია, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან არის. 

[...] ჩვენ არ ვვარაუდობთ, რომ რაიმე სახის გართულებას ექნება ადგილი, თუმცა, მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ ტესტი. ჩვენი სავარაუდო მოცულობა ინდურ შტამთან მიმართებაში არის, რომ ის დღეს ქვეყანაში არის, დაახლოებით, 8%, თუმცა, დადასტურებული ინფორმაციით, ჩვენ ამ ეტაპისთვის გვყავს 18 ინფიცირებული.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის ინდურ შტამზე საუბრისას.

კომენტარები