აშშ-ევროკავშირის სამიტი

წერეთელი აშშ-EU სამიტზე: კარგია, რომ საქართველო ნახსენებია, როგორც აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა

თავისთავად ფაქტი ასეთი სამიტის გამართვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირისა და აშშ-ს პოზიციების. პირველ რიგში, ეს ეხება ევროპულ და ვიტყოდი მსოფლიო უსაფრთხოებას და რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებებს, დასაბალანსებლად იმ ძალიან მავნებლური მოქმედების, რომელსაც ეს ქვეყანა ახორციელებს და ამ კონტექსტში კარგია, როცა საქართველო არის ნახსენები, ერთი, როგორც აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა უკრაინასთან ერთად და მეორე, სურვილი, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვითარდეს კიდევ უფრო მეტად ურთიერთობები საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდანაც და აშშ-ს მხრიდანაც, ოღონდ აქ გასათვალისწინებელია ნამდვილად ის, რომ ეს ყველაფერი უპირობო არ არის და საქართველომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, კანონის უზენაესობის და ბუნებრივია, ასევე უსაფრთხოების.

ასე შეაფასა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ევროკავშირის და აშშ-ის გამართული სამიტზე საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები.

კომენტარები