ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ორი რუსი ტურისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

Sputnik

ოკუპირებული აფხაზეთში, ბიჭვინთაში, პანსიონის ტერიტორიაზე ორი რუსი ტურისტი დაჭრეს. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სროლა 15 ივნისის ღამით მოხდა. ცეცხლი დიმიტრი ფილიამ გახსნა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებთან შელაპარაკება მოუვიდა. სროლის დროს დაიჭრა თავად ფილიაც, მას თავისი  გასროლილი ტყვიების ნამსხვრევი მოხვდა.

რუსეთის მოქალაქეები პირველადი დახმარებისთვის გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ისინი რუსეთში არიან გადაყვანილები. თავდამსხმელი სოხუმის საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა.

ინციდენტამდე დიმიტრი ფილიას წინააღმდეგ 17 მაისს სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარების მუხლით. მას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული.

კომენტარები