ამინდის პროგნოზი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 20 ივნისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები