საქართველო-ლიტვა

ნაუსედა: ლიტვა ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვლად NATO-ს წევრს

შეხვედრაზე პრეზიდენტს გადავეცი ლიტვის მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

გუშინ ვიყავი ოკუპირებულ ტერიტორიებთან და მოვინახულე ადგილობრივი მოსახლეობა. ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ესაა თქვენი და ჩვენი გამოწვევა. ლიტვა ისევ ვალდებული რჩება და საქართველოს კვლავ მიაწვდის პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიტვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც გარდაუვალად NATOS-ს ოჯახის წევრს.

ამბობს ლიტვის  პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები