აშშ

აშშ-ში 79 წლის მონაზონმა სკოლიდან $835 000 მოიპარა და აზარტულ თამაშებში დახარჯა

კალიფორნიაში 79 წლის მონაზონი კათოლიკურ სკოლაში მუშაობის პერიოდში სკოლის ფულს იპარავდა და აზარტულ თამაშებში ხარჯავდა. პროკურატურის თანახმად, მერი მარგარეტ კროიპერი ბრალს აღიარებს. მას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კროიპერი ტორანსში წმინდა ჯეიმსის კათოლიკური სკოლის დირექტორი 28 წლის მანძილზე იყო. პროკურატურის თანახმად, 2008 წლიდან მოყოლებული, ის, 10 წლის მანძილზე იპარავდა ფულს.

"შოკირებულები და დამწუხრებულები ვიყავით ამ მოქმედებებით. საკითხი პოლიციას ვამცნეთ და მრევლი, სკოლა და ეპარქია სრულიად თანამშრომლობდა გამოძიებასთან". –ნათქვამია ლოს ანჯელესის ეპარქიის განცხადებაში.

მონაზონი მერის ადვოკატის თანახმად, ის საქციელს ნანობს და ამბობს, რომ მის ქმედებებზე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებმა იქონია გავლენა.

როგორც სკოლის დირექტორს, მონაზონს ხელი მიუწვდებოდა სკოლის ფინანსურ რესურსებზე და დანაზოგებზე

პროკურატურის თანახმად, მონაზონი მერი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალს აღიარებს.

კომენტარები