საპატრიარქო

მამა ილია მამა ანტონზე: ამისთანა უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ

"ამისთანა გონებაცდომილებით და უტვინოებით აავსო ეკლესია ილია მეორემ". – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე მამა ანტონზე, რომელიც ფიქრობს, რომ კორონავირუსის ვაქცინით აცრილი ადამიანები ბლუთუზს იჭერენ.

"ზუსტად მან, რადგან მან დააკომპლექტა სინოდი კოლექტიური სპირიდონებით, რომელიც პასუხისმგებელია მთელს ეკლესიაზე და კონკრეტულად ილია მეორე არის პასუხისმგებელი თავის ეპარქიაზე, თბილისის სამღვდელოებაზე. ეს საცოდავი ანტონი შეიძლება მოძღვრად იწოდებოდეს?! ამან რა უნდა ასწავლოს ადამიანს?!" – წერს დეკანოზი ილია.  

გუშინ, 8 ივნისს, Facebook-ზე გავრცელდა პოსტი, სადაც დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე დახურულ ჯგუფში წერდა, რომ კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ. ტაბულა დეკანოზს დაუკავშირდა და გადაამოწმა ნამდვილად მას ეკუთვნოდა თუ არა პოსტი, რაზეც დეკანოზმა უპასუხა, რომ ის ნამდვილად ასე ფიქრობს და ეს ფაქტი დადასტურებულიც არის. 

"ეს დაფიქსირებულია ნამდვილად, თქვენც შეგიძლიათ, შეამოწმოთ, ეს საიმედო და ნამდვილი ინფორმაციაა, რომ ბლუთუზს იჭერს ვაქცინირებული ადამიანი". – ამბობს დეკანოზი ტაბულასთან.

კომენტარები