მამა ანტონი: ვაქცინირებულები ბლუთუზს იჭერენ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ

Facebook-ზე გავრცელდა პოსტი, სადაც დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე დახურულ ჯგუფში წერს, რომ კორონავირუსის ვაქცინით ვაქცინირებული პირები ბლუთუზს იჭერენ. 

ტაბულა დეკანოზს დაუკავშირდა და გადაამოწმა ნამდვილად მას ეკუთვნოდა თუ არა პოსტი, რაზეც დეკანოზმა უპასუხა, რომ ის ნამდვილად ასე ფიქრობს და ეს ფაქტი დადასტურებულიც არის. 

"ეს დაფიქსირებულია ნამდვილად, თქვენც შეგიძლიათ, შეამოწმოთ, ეს საიმედო და ნამდვილი ინფორმაციაა, რომ ბლუთუზს იჭერს ვაქცინირებული ადამიანი". – ამბობს დეკანოზი ტაბულასთან.

კომენტარები