აშშ-საქართველო

ფილიპ რიკერი: პატივს მივაგებთ ავღანეთში დაჭრილ და დაღუპულ ქართველ სამხედროებს

პრეზიდენტ ბაიდენისა და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით მინდა გამოვხატო NATO-ს ოპერაციებში, მათ შორის ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM), საქართველოს მრავალწლიანი  წვლილის დიდად დაფასება. ქართველი სამხედროები მამაცად მსახურობდნენ და პატივს მივაგებთ ქართველებს, ვინც [ავღანეთში] მსახურობდნენ, განსაკუთრებით მათ, ვინც სიცოცხლე დაკარგა ან დაიჭრა მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

როგორც იცით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში, მათ შორის NATO-ში ინტეგრაციის მისწრაფებებს, ერთგული ვრჩებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადების, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე

კომენტარები