უკრაინა

უკრაინის ნაკრების მაისურზე ქვეყნის კონტურების დატანამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია

2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების მაისურზე ქვეყნის კონტურები არის დატანილი, სადაც რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი და პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები არის გამოკვეთილი. მოცემულმა ფაქტმა რუსეთის მხრიდან აღშფოთება გამოიწვია.

რუსეთის დუმაში უკრაინის ქმედება "პოლიტიკური პროვოკაციად" შეაფასეს.

მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, რომელმაც უკრაინის მიერ მაისურებზე ანექსირებული ტერიტორიის დატანას შეუძლებლის ილუზიის შექმნის მცდელობა უწოდა.

"ცუდია, რომ მათ მხოლოდ ამის იმედი უნდა ჰქონდეთ. ტექნიკა არ არის ახალი. მას უწოდებენ ტექნიკას, რომლის საშუალებითაც ხდება შეუძლებლის ილუზია ან პირიქით, რაღაც არარსებული სურათის გამოსახვა". – თქვა ზახაროვამ.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეი პაველკომ ნაკრების მაისურის პრეზენტაციის ვიდეო, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე Facebook-ზე გამოაქვეყნა.

მაისურის წინა მხარეს თეთრად არის გამოსახული უკრაინის კონტურები, სადაც ასევე დატანილია ანექსირებული ყირიმი და პრორუსული სეპარატისტების მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები.

"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის კონტურები გააძლიერებს მოთამაშეებს, იმიტომ, რომ ისინი იბრძოლებენ უკრაინისთვის". – წერს ანდრეი პაველკომ

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. ყირიმის ანექსიისთვის რუსეთს სანქციები დღემდე აკისრია. დასავლელი ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ ყირიმთან დაკავშირებული სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება. 

კომენტარები