თბილისის მერია

კალაძე: ჩვენ ვარჩიეთ მოქალაქეების ინტერესები და არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზა

ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები ხორციელდება. იცით, რატომ ვამაყობ ყველაზე  მეტად ამ დაწყებული რეფორმით, რომელიც  იმდენად მაშტაბურია, რომ დასრულებას წლები დასჭირდება? წარმოიდგინეთ საბჭოთა  კავშირის  დროინდელი სისტემა, რომელსაც ხელს ვერავინ კიდებდა თანმდევი პოლიტიკური რისკების გამო, ყველა თავს  არიდებდა მოსახლეობის ნაწილის მხრიდან ამის გამო უკმაყოფილებას, ოპონენტების მხრიდან კი  პოლიტიკური დემაგოგიის ფრონტის  გახსნას, მაგრამ ჩვენ გავრისკეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის.

 მიმაჩნია, რომ  სატრანსპორტო მიმართულებით, ათწლეულების  განმავლობაში დაგროვილი  პრობლემების  გამოსწორების დაწყება უდრიდა ერთგვარ შოკურ თერაპიას, მაგრამ რეფორმა საჭირო იყო თბილისისთვის  და  ჩვენ  გავრისკეთ ამ გამოწვევასთან  შეჭიდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ თბილისელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ  ვარჩიეთ ქალაქის, მოქალაქეების  ინტერესები  და  არა პოლიტიკურად  მომგებიანი პოზა,  ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება  ვარჩიეთ და ეს სითამამე, გნებავთ პატრიოტიზმი, ნამდვილად მეამაყება

ამბობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე საუბრისას

კომენტარები