გიგა ბოკერია

ბოკერია: 20 ივნისის საქმეზე გახარია ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას აგრძელებს

ჩვენ ვუსმინეთ ადამიანს, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ ხალხის ნდობა მიიღოს, მაგრამ ეს ადამიანი დღეს ვერ აფიქსირებს პოზიციას არსებულ ხელისუფლებასთან ან პერსონალურად ივანიშვილთან დაკავშირებით. ამის გაკეთება ან არ უნდა, ან არ შეუძლია. არ გამორიცხავს იმასაც, რომ მთავრობის შექმნაში დაეხმარება ივანიშვილის რეჟიმს. ამბობს, პრემიერმინისტრი ვიყავიო და მინისტრის მოხსნაც კი არ შეეძლო, მიიჩნევს, რომ ეს კრიზისს შექმნიდა. ეს არის კაცი, რომლის კარიერაც ააწყეს კორონავირუსის გაჭირვების დროს მის პროპაგანდაში ჩვენი საერთო სახსრების ჩასხმით და, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ დღეს ვაქცინა არ გვაქვს. ოღონდ, ამ ყველაფერზე არავითარი პოზიცია არ გააჩნია. როგორ უნდა ენდოს მას მოქალაქე? ამიტომ, ჩვენ სერიოზულად არც უნდა განვიხილოთ ეს ფიგურა. იგი უბრალოდ გვახსენებს იმას, თუ რამხელა პრობლემაა ივანიშვილის რეჟიმი, სადაც ესეთი კაცი შეიძლება პრემიერმინისტრი ყოფილიყო და სადაც დღეს პრემიერმინისტრი ღარიბაშვილია. 

[რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს], აქ ზუსტად იმავე, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ხაზს აგრძელებს უტიფრად და დღესაც კი არ იძახის, რომ არ შეიძლებოდა და უმძიმესი შეცდომა იყო გავრილოვის ქვეყანაში შემოშვება, რაც მისი პირდაპირი პასუხისმგებლობა იყო, რადგან იგი მაშინ შს მინისტრი იყო. სრულ აბსურდს გვთავაზობს, თითქოს რიგითმა პოლიციელებმა თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება

პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას მიერ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა. 

კომენტარები