ამინდის პროგნოზი

წვიმა ელჭექით, ქარი, შესაძლებელია სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 1-3 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივნისს დღის ბოლოდან 3 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები