მედიაგარემო საქართველოში

TI: მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა, ჟურნალისტებისთვის მუშაობა საფრთხის შემცველი გახდა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ მედია კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მედიაგარემოს გაუარესებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. 

TI მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მედიაგარემო მნიშვნელოვნად გაუარესდა და პროფესიული საქმიანობის შესრულება საფრთხის შემცველი გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის.

"მმართველი პარტიის წევრთა აგრესიული რიტორიკა და სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ მათ მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და სახელმწიფოს მხრიდან ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლასა და ძალადობაზე არასათანადო რეაგირება - ეს არის არასრული ნუსხა იმ პრობლემებისა, რომლის წინაშეც დღეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლები დგანან. სწორედ განსხვავებული აზრის მიმართ ხელისუფლების აგრესიული მიდგომის გამოძახილია ჟურნალისტების წინააღმდეგ  გახშირებული ძალადობის ფაქტები". – აღნიშნულია განცხადებაში. 

ასევე, ორგანიზაციამ გართულებული მედიაგარემო მიმოიხილა საპარლამენტო არჩევნების წინ ანგარიშში, რომელიც 2016-2020 წლების პერიოდს მოიცავდა. 

ანგარიშში საუბარია მედიის წინააღმდეგ გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე, მუქარასა და აგრესიულ რიტორიკაზე, წყაროს იდენტიფიცირების მცდელობაზე, ფარულ მოსმენაზე, დეზინფორმაციულ კამპანიასა და ინსტიტუციური დევნაზე. 

ანგარიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ

კომენტარები