წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 28-30 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 მაისს სითბოსთან ერთად ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი იქნება. 

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 მაისს დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29-30 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარები