რუსეთი

რუსი ბიზნესმენების 79% თვლის, რომ დაუსაბუთებელი სამართალდევნისგან დაცული არ არის

რუსეთში ბიზნესმენების უმეტესობას არ სჯერა, რომ ქვეყანაში საკმარისი კეთდება, დაუსაბუთებელი სისხლისსამართლებრივი დევნისგან მათ დასაცავად.

რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბიზნესმენების 79%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის კანონმდებლობა მეტისმეტად სუსტია იმისთვის, რომ საეჭვო ნიადაგზე დაპატიმრების ან სისხლის სამართლის გამოძიებისგან დაიცვას ისინი. ყოველწლიური ანგარიში რუსეთის ბიზნესომბუდსმენმა, ბორის ტიტოვმა შეადგინა.

მარტში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთში ადვოკატების უმეტესობას მიაჩნია, რომ ბიზნესმენები დაკავების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ამ მოსაზრებას ეთანხმება ფედერალური და რეგიონული პროკურორების 18%.

სხვადასხვა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბიზნესსექტორის ნდობა ხელისუფლების მიმართ თანდათან მცირდება.

ბიზნესმენების რაოდენება, რომლებიც რუსეთის სამართალდამცველებს არ ენდობა 2017 წელს 45%-დან 2020 წელს 70%-მდე გაიზარდა. ბიზნესმენების 3/4-ს კი მიაჩნია, რომ რუსეთის სასამართლო დამოუკიდებელი არ არის.

ომბუდსმენის თქმით, ბოლო 12 თვის მანძილზე კორპორაციული საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით პრობლემები მნიშვნელოვნად გაუარესდა.

კომენტარები