ამინდის პროგნოზი

წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი, სეტყვა – როგორი ამინდი იქნება 27 მაისამდე საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში (კახეთის რეგიონში 27 მაისის დღის მეორე ნახევრამდე) მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.

სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები