ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა

"ტაში ქართულ ჯარს"– ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის ახალი ინიციატივა

გიორგი ჩაკვეტაძე
კადრი ვიდეოდან/ იმედი

ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აანონსებს ახალ ინიციატივას - "ტაში ქართულ ჯარს" . ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ინიციატივას შეუერთდნენ.

"26 მაისს 00:01 საათზე ჩვენი სადარბაზოების აივნებიდან, სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან ტაშით გადავუხადოთ მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს იმისთვის, რასაც ისინი 30 წლის განმავლობაში აკეთებენ. ასევე, ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, უშუალოდ დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების წინ, გაიმართება "ერთიანობის კორიდორი", რაც გულისხმობს იმას, რომ ვეტერანებსა და ჩვენს გმირ ჯარისკაცებს ტაშით შევეგებებით, სანამ დაიწყება უშუალოდ ოფიციალური ღონისძიება".- ამბობს ჩაკვეტაძე. 

მისივე თქმით, ტაშის დაკვრა არის ის "მინიმუმი, რითაც ჯარისკაცებისთვის მადლობის გადახდა შეგვიძლია". სხვა დეტალები კი მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი. 

კომენტარები