ამინდის პროგნოზი

წვიმა, ელჭექი, ძლიერი ქარი, სეტყვა და ღელვა – როგორი ამინდი იქნება 22-23 მაისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მაისს დღის მეორე ნახევრიდან 23 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით (აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი), დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად (10-15 გრადუსით) დაიკლებს.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს სააგენტო.

კომენტარები