თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესიტვალი

თბილისის წიგნის XXIII საერთაშორისო ფესტივალი ექსპო ჯორჯიაში 24-27 ივნისს გაიმართება

საზაფხულო საკითხავი ინოვატორებისათვის
REUTERS

წელს თბილისის წიგნის 23-ე საერთაშორისო ფესტივალი 24 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით, ტრადიციულად ექსპო ჯორჯიას პავილიონებში გაიმართება.

არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა, ღონისძიების ტრადიციულ ფორმატში დასაბრუნებლად, უსაფრთხოების საგანგებო პროტოკოლი შეიმუშავა.

ფესტივალზე სტუმრობის მსურველთათვის, პავილიონებში მოსული დამთვალიერებლების ნაკადების გასაკონტროლებლად, წელს აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ვებგვერდზე: www.tbilisibookfestival.ge

ამავე საიტზე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, დეტალურად გაეცნოს ფესტივალის პროგრამას, რომელიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

გასულ წელს, პანდემიის გამო, თბილისის წიგნის 22-ე ფესტივალი პირველად ჩატარდა ონლაინ ფორმატში.

კომენტარები