კორონავირუსი საქართველოში

ექიმი ივანე ჩხაიძე: სავარაუდოდ, მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა

1 500 ინფიცირებული ნიშნავს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა, 1 500 შემთხვევა ძალიან ბევრია საქართველოსთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ სავარაუდოდ, მესამე ტალღის პიკი ქვეყანამ გადაიარა და ეს პიკი იყო 5 მაისს, მაგრამ 1 500 ინფიცირებულის ფონზე, ქვეყანაში გვქონდეს 100 000 დოზა ვაქცინა და ჩვენ მას არ ვიყენებდეთ, მე ვფიქრობ, ეს არასწორია. ამიტომ ჩვენ ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ და სასურველია, რომ მომდევნო კვირას აუცილებლად დაიწყოს ვაქცინაცია სინოვაკის გამოყენებით.

ამბობს TV იმედთან საუბარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი პედიატრი ივანე ჩხაიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, SINOVAC-ით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყება.

კომენტარები