რუსეთი

რუსეთში საფლავების მთხრელთა ყოველწლიური კონკურსი ჩატარდა

რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში საფლავების მთხრელთა ყოველწლიური კონკურსი გაიმართა. კონკურსში მონაწილეები ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო სწრაფად გათხრის საფლავს.

კონკურსის მიზანია ამ საქმიანობის პრესტიჟის გაზრდა, საფლავების მთხრელთა სამუშაო პროფესიონალიზმის გაუმჯობესება და ამ სფეროში ახალგაზრდების მოზიდვა.

წლევანდელი კონკურსის ტრიუმფატორია ომსკის გუნდი. გუნდმა რეკორდი მოხსნა და საფლავი 38 წუთში ამოთხარა. პირველ ადგილზე გასულ ორკაციან გუნდს 400 დოლარი გადასცეს. 

კონკურსში ორკაციანმა გუნდმა 200 სანტიმეტრის სიგრძის, 80 სმ სიგანისა და 160 სმ სიღრმის საფლავი უნდა გათხაროს ისე, რომ მასში კუბოს ჩატევა შესაძლებელი იყოს. სისწრაფესა და პარამეტრების დაცვასთან ერთად, მონაწილეების ტექნიკასა და აკურატულობას აკვირდებიან. 

გასულ წელს კონკურსი ქალაქ ტომსკში ჩატარდა, სადაც პირველ ადგილზე გასულ გუნდმა საფლავი 52 წუთში ამოთხარა.

კომენტარები