ამინდის პროგნოზი

15-17 მაისს ტემპერატურა 32-35 გრადუსამდე მოიმატებს – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-17 მაისს ჰაერის ტემპერატურა +30 +35 გრადუსამდე მოიმატებს. მათივე ცნობით, სითბოს ფონზე, ზოგან იწვიმებს.  

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 15- 17 მაისს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+25, +30 გრადუსი), ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება. 

კომენტარები