რეკლამა

® აჭარაბეთის ახალი საპატიო ელჩი ილია თოფურია გახდა

კომპანია აჭარაბეთისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში. ამჯერად აჭარაბეთის საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია გახდა.

"სპორტში მნიშვნელოვანია მუდმივი წინსვლა და განვითარება, რასაც მხოლოდ ვარჯიშით ვერ მიაღწევ. ბევრ სპორტსმენს, რომელიც თავის სპორტში პირველ ნაბიჯებს დგამს, სჭირდება მხარდაჭერა. აჭარაბეთი ის კომპანიაა, რომელიც ზრუნავს და ეხმარება ქართველ სპორტსმენებს თავისი მიზნების მიღწევაში. ზუსტად ამ მიზეზის გამო, ძალიან მიხარია რომ მომეცა საშუალება გაგვეერთიანებინა ძალები, რადგან ორივეს ერთი პრიორიტეტი გვაქვს - გავაძლიეროთ ქართული სპორტი. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად არაერთი გამარჯვება, რეკორდი და ტიტული გველოდება". - განაცხადა ილიამ.

აჭარაბეთმა და UFC-ის ქართველმა მებრძოლმა თანამშრომლობის გრძელვადიანი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც სპორტის მოყვარულებს ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე ელით. 

აჭარაბეთმა შექმნა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა  ინიციატივა , სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერაა.

კომენტარები