ამინდის პროგნოზი

ტემპერატურა 32-35 გრადუსამდე მოიმატებს – როგორი ამინდი იქნება 16 მაისამდე

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება. 13-14 მაისს კი, დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 15 მაისს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია, სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.

მათივე ცნობით, თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 12 მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი იქნება.

კომენტარები