ჯონ ტრავოლტა

ჯონ ტრავოლტა კელი პრესტონს: გვიყვარხარ და გვენატრები, დედის დღეს გილოცავ

Fox News

9 მაისს ამერიკა დედის დღეს ზეიმობს. ჯონ ტრავოლტას ოჯახმა დღესასწაული პირველად კელი პრესტონის გარეშე აღნიშნა.

"ძვირფასო კელი, შენ ქვეყანას მოავლინე სამი საუკეთესო შვილი. გვიყვარხარ და გვენატრები, დედის დღეს გილოცავ". – წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

2020 წლის 12 ივლისს კელი პრესტონი სიმსივნესთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტრავოლტა და პრესტონი 1991 წელს დაქორწინდნენ. 28-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ისინი სამჯერ გახდნენ მშობლები. წყვილს უფროსი შვილი, ჯეტ ტრავოლტა, 2016 წელს გარდაეცვალა.

კომენტარები