ქართულმა ოცნებამ მიიღო ფაქტიურად საბჭოური კანონი, რომელიც ყველანაირად აუარესებს არსებულ მდგომარეობას და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ვართ პრეზიდენტის ვეტოზე დამოკიდებული, რომელიც დამოუკიდებელი ფიგურა არც არის და ვერც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ მე საკმაოდ ფრთხილი ოპტიმიზმით მივუდგებოდი იმ საკითხს, რომ თუნდაც პირველი, ქალბატონმა პრეზიდენტმა ვეტო დაადოს ამ კანონს და შემდგომ უკვე ამის დაძლევა ალბათ ქართული ოცნების მხრიდან, რომელმაც უკვე ეს კანონი მიიღო, ვფიქრობ, რომ ისინი მაინც დატოვებენ იმ კანონს, რომელიც მიიღეს, იმიტომ, რომ მათთვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქუჩაში არსებული პროტესტი ჩაახშონ და ეს კონკრეტულად და მიზანმიმართულად არის იმ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული, რომლებიც მოსვენებას არ აძლევენ ქართულ ოცნებას
პოლიტიკური კრიზისი
დამენია: იმ პრეზიდენტის ვეტოზე ვართ დამოკიდებული, რომელიც დამოუკიდებელი ფიგურა არც არის
tbl.ge/5je2
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა